The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ სანაძე

ედუარდ სანაძე
Date of birth:16 March, 1938
Date of death:1987  (at 48 years)
Category:Artist, Conductor, Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს ვიოლონჩელოს კლასი, 1966 წელს საკომპოზიციო.

1963–1974წწ. ეწეოდა საშემსრულებლო მოღვაწეობას როგორც კონცერტმაისტერი, ასევე საქართველოს კამერული ორკესტრის სოლისტი; 1974–1982წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1961 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კამერული ანსამბლი), 1976 წლიდან დოცენტი; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – სიმფონი N1(1966), სიმფონია N2(1968); ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები - კანტატა ბანის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1965), "წელიწადის დრონი" ოპერა–ორატორია ბანის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1981); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სიმებიანი კვარტეტი(1963), მუსიკა კამერული ორკესტრისათვის(1965), კონცერტი ნონეტისა და ფორტეპიანოსათვის(1965), "ფრესკა" ორღანისათვის(1968), სონატები ფორტეპიანოსათვის(1969 N1, 1974 N2), სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1975), სონატა კლარნეტისა და ფორტერპიანოსათვის(1975), ვარიაციები ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1980); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – რომანსი ბანისა და ფორტეპიანოსათვის(1968), სამი სატირა ბანისა და ფორტეპიანოსათვის(1980). 

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 189;  Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 326


Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1968-1987)

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: