შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ბაკურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949–1970წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და განყოფილების გამგე, 1970–1978წწ. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1978–1986წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1986 წელს თბილისის ვანო სარაჯისვილის სახელობის კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგე. მოღვაწეობის ძირითადი სფეროები იყო დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი, ფილოსოფიის ისტორია და ეთიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1965), პროფესორი(1968). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |