The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყაფლან ბარათაშვილი–ორბელიშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1671
დაკრძალვის ადგილი:ფიტარეთის მონასტერი, საქართველო
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი იყო ბარათაშვილთა ერთი შტოს, ორბელიშვილთა(გამოეყო 1536) წარმომადგენელი, ყაფლანიშვილთა გვარის ფუძემდებელი, "დიდი ყაფლანის" სახელით ცნობილი. ქართლის სამეფოს მდივანბეგი(იხსენიება 1634 წლიდან) და სახლთუხუცესი(იხსენიება 1646 წლიდან). 20-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ბარათა ბარათაშვილმა თავისი სახლიკაცები ამოწყვიტა, ბარათაშვილ-ორბელიშვილი ირანში გაიქცა. მონაწილეობდა მარაბდის ბრძოლაში(1625) ირანელთა მხარეზე. ერთგულობდა სიმონ II-ს, როსტომსა და ვახტანგ V–ს რომელთაგან მრავალი ყმა-მამული მიიღო წყალობად. განაახლა ფიტარეთის მონასტერი, ააშენა და ყმებით დაასახლა 61 სოფელი, თავის მემკვიდრეებს დაუტოვა 80-მდე სოფელი. ჰყავდა ხუთი ვაჟი(პაპუნა, ასლანი, ვახტანგი, თამაზი, გიორგი), რომლებიც შემდეგ ქართლის სამეფოს დიდი მოხელეები გახდნენ, და ერთი ქალი როდამი(ვახტანგ V–ის პირველი ცოლი). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.354


გააზიარე: