Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ბარამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა: საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1938 წელს; ქ. დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურა 1941 წელს. 1952 წელს დაინიშნა საკავშირო ქვანახშირის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორად; 1953-1958წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის მოადგილედ სამეცნიოერო დარგში და ამავდროულად თანამშრომლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში, ამ პერიოდში მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში, რომელიც 1957 წელს იქნა დაფუძნებული; 1954-1972წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო საწარმოთა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგე, 1973-1976წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი. მისი შრომები ეხება სამთო საწარმოთა ავტომატიზაციისა და კიდული ბაგირგზების თეორიის საკითხებს, არის 16 გამოგონების ავტორი, მ. შ. ერთი (საშახტო ამწეებისა და საბაგირო გზების ამძრავი) დაპატენტებულია შვეიცარიაში, იტალიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953). მეცნიერი ელექტრომექანიკისა და საწარმოთა ავტომატიზაციის დარგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.356; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 29-30 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |