The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ბარამიძე

კონსტანტინე ბარამიძე
Date of birth:20 February, 1914
Date of death:8 June, 1978  (at 64 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა: საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1938 წელს; ქ. დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურა 1941 წელს.

1952 წელს დაინიშნა საკავშირო ქვანახშირის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორად; 1953-1958წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის მოადგილედ სამეცნიოერო დარგში და ამავდროულად თანამშრომლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში, ამ პერიოდში მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში, რომელიც 1957 წელს იქნა დაფუძნებული; 1954-1972წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო საწარმოთა ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგე, 1973-1976წწ.  იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი. მისი შრომები ეხება სამთო საწარმოთა ავტომატიზაციისა და კიდული ბაგირგზების თეორიის საკითხებს, არის 16 გამოგონების ავტორი, მ. შ. ერთი (საშახტო ამწეებისა და საბაგირო გზების ამძრავი) დაპატენტებულია შვეიცარიაში,  იტალიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953). მეცნიერი ელექტრომექანიკისა და საწარმოთა ავტომატიზაციის დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.356; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 29-30

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1974-1978)

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: