Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო ბაკურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით 1952 წელს. 1954 წლიდან მუშაობდა მხატვარ-რესტავროტარად, ამავე წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მოღვაწეობდა როგორც ფერმწერი(უმთავრესად მოზაიკის დარგში) და მოქანდაკე; გაამაგრა და აღადგინა გელათის (1957), მარტვილის (1958–1959), მანგლისის (1960), ვარძიის (1960–1961), ატენის სიონის (1960–1961), სამთავროს (1961), სამთავისის (1961), ბიჭვინთის (1963), ყინწვისის (1963-1965), ალავერდის (1965–1969) ტიმოთესუბნის (1969–1970), ალვანის იოანე ნათლისმცემლის(1975), ძველი შუამთის(1975), ზემო კრიხის(1977), ბეთანიის (1979-1980), ნიკორწმინდის (1991, მიწისძვრის შემდეგ), რუისპირის წმ. შიოს (1992–1993) და სხვა ეკლესიების კედლის მხატვრობა; 1986-1990წწ. მუშაობდა გელათის მოზაიკის აღდგენა-გამაგრბაზე. მან შექმნა შოთა რუსთაველის(მწერალთა კავშირი, 1959), დავით აღმაშენებლის (თბილისის სასულიერო აკადემია, 1986), გიორგი ჩუბინაშვილის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, 1987) პორტრეტები (მოზაიკა), გიორგი ჩუბინაშვილის ბიუსტი(თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო) და სხვ. შესრულებული აქვს ფრესკის პირები. 1979 წელს საერთაშორისო საატესტაციო კომისიამ ოთარ ბაკურაძეს მიანიჭა უმაღლესი კატეგორიის მხატვარ-რესტავრატორის საპატიო წოდება. მხატვარ-რესტავრატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.50; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |