შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევსევი ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. მუშაობდა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოში საქართველოს დარაიონების სექტორის გამგედ, დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქციაში. 1935–1937წწ. იყო საქართველოს ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1937–1947წწ. იყო გადასახლებული (რეაბილიტირებულია 1955 წელს). 1947 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში; მონაწილეობდა საქართველოს და მისი ცალკეული რაიონების რუკების შედგენაში, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს ისტორიული რუკა (1923, რედაქტორი ივანე ჯავახიშვილი), სვანეთის ადმინისტრაციულ–გეოგრაფიული რუკა (1925, რედაქტორი ე. გაბლიანი), საქართველოს ტოპოგრაფიული რუკა (1932) და სხვ. იყო მთელი რიგი რუკების საშრიფტო ორიგინალების შემსრულებელი. მოამზადა კარტოგრაფიული შრიფტების ალბომი. ტოპოგრაფ–კარტოგრაფი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.356
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |