The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯონდო ბარბაქაძე

ჯონდო ბარბაქაძე
Date of birth:13 May, 1929  (94 years)
Category:Inventor, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბოსლევი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო წარმოების სპეციალობით 1955 წელს.

1955–1957 წლებში მუშაობდა ქარხანა ''თბილისის ცენტროლიტში'' ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერ-მკვლევარად, 1957-1959 წლებში - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო წარმოების კათედრის ლაბორანტად და უფროს ლაბორანტად, 1959-1961 წლებში იყო ამავე კათედრის ასპირანტი, 1961-1966 წლებში - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის სამსხმელო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი, 1966-1983 წლებში - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრის დოცენტი. 1971-1973 წლებში იგი მივლინებული იყო ჩეხოსლოვაკიის მეტალურგიულ ქარხანაში მეცნიერ-კონსულტანტად. 1992-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩამოსხმის, შედუღებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების კათედრის პროფესორად. 1999 წლიდან იგი არის ამავე კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. მისი ხელმძღვანელობით ათვისებულია მაღალი სიმტკიცის თუჯისაგან დიდი მასის მაღალმდგრადი ბოყვების წარმოების პროგრამის ტექნოლოგია, შექმნილია და წარმოებაში დანერგილია ფხვნილისმიერი რეაგენტებით თხევადი ლითონის დამუშავების ორიგინალური მეთოდი. მიღებული აქვს რამდენიმე პატენტი. მან დაამუშავა მაღალი სიმტკიცის თუჯის "სამზონიანი" სტრუქტურის თეორიის საფუძველზე შექმნილი მაღალი მდგრადობის ბოყვები. სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაში მონაწილეობისათვისა 1975-1983 წლებში მიღებული აქვს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და სხვა სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.356; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.135; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.18

Member of Organizations

  • საქართველოს ლითონის ჩამომსხმელთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1990-)

Awards and Honors

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    სამსხმელო წარმოების ტექნოლოგია : სახელმძღვანელო უმაღ. და საშ. სპეც. სასწავლებლებისთვის / ჯონდო ბარბაქაძე .- თბილისი : განათლება, 1996.-ნაწ.1 336გვ. ნაწ.2 361გვ.
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

Bibliography


Share: