შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონდო ბარდაველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1955 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა ფოლკლორისტიკის განხრით. 1955 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში. 1976–1978წწ. იყო სწავლული მდივანი; 1974–1984წწ. - დირექტორის მოადგილე; 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის განყოფილებას. იკვლევდა ფოლკლორის, პოეტიკის, ლექსთწყობის საკითხებს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), ფოლკლორისტი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური ლექსის განვითარების ძირითადი ეტაპები", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.357; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.453 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |