The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბაკურაძე

ალექსანდრე ბაკურაძე
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1987  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რეხა, წალკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

1934 წელს მუშაობა დაიწყო ლენინგრადში აკადემიკოს ი. პავლოვისა და ე. ლონდონის ლაბორატორიაში; 1945 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრას; 1966 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პრიმატების ქცევის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგე;  1969–1975წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; დაამუშავა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების შესწავლის მეთოდები, შეისწავლა ამ სისტემის ნერვული სარეგულაციო მექანიზმები. 300-მდე  მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიისა  და 1 სახელმძღვანელოს -"ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის პრაქტიკუმი" (1966) ავტორი, რომელიც ივ. ბერიტაშვილთან ერთად შეადგინა. ფიზიოლოგი, ივანე ბერიტაშვილის ნეიროფიზიოლოგიის სკოლის წარმომადგენელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948).

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.754-755

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1955-1987)
  • საქართველოს ფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1952-1956)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: