The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაკურ III

დაბადების თარიღი:4??
გარდაცვ. თარიღი:5??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ბაკურ III  მატიანე "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით იყო  ქართლის 31-ე მეფე( IV საუკუნის 80–90–იანი წლები). თრდატ მეფის ძე. იგი "ქართლის ცხოვრების" მეფეთა სიაში გამოტოვებულია. ბაკურ III-ს იხსენიებენ სომეხი ისტორიკოსები კორიუნი და მოვსეს ხორენაცი. ბაკურ დიდის სახელით იხსენიებს ბიზანტიის საეკლესიო ისტორიკოსი იოანე რუფინუსი(V საუკუნე) "პეტრე იბერის ცხოვრებაში", როგორც პეტრეს პაპას დედის მხრიდან. დასახელებული წყაროების მიხედვით, ბაკურ III მეფობდა ძირითადად 510-იან წლებში.  სომეხი ისტორიკოსების თანახმად, ბაკურ მეფის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა, ხოლო რუფინუსის თხზულებაში ის დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ, როგორც მკვლევრები მიუთითებენ, არც ერთი ეს ცნობა არ შეეფერება სინამდვილეს. ზოგიერთი მკვლევარი ბაკურ III-ს აიგივებს ბერძნულ-რომაულ სამყაროში ცნობილ ბაკურ იბერიელთან. ბაკურ III-ის დროს ქართლი ირანზე იყო პოლიტიკურად დამოკიდებული და თვით ბაკურ III ამის გამო ირანის ჯარების ერთ-ერთ სარდლად ითვლებოდა. "მოქცევაი ქართლისაი" მას მიაწერს ბოლნისის სიონის შენებას და არმაზის ციხის განახლებას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.338


გააზიარე: