The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურთაზ ბაკურია

Date of birth:13 February, 1933
Date of death:15 August, 1992  (at 59 years)
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბაშა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1956 წელს.

1956–1962წწ. ეწეოდა კომკავშირულ საქმიანობას: იყო აბაშის რაიონის კომკავშირის მდივანი, კომორგი; 1962-1965წწ. სწავლობდა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურაში; 1965–1967წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის მასწავლებელი; 1967–1969წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის დოცენტი; 1974 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად; 1970 წლიდან იყო ფილოსოფიის კათედრის პროფესორი;  მისი კვლევის ძირითადი სფეროები იყო: კატეგორიოლოგია, დიალექტიკის თეორია, დიალექტიკის ლოგიკა და თანამედროვე დასავლეთ ფილოსოფიის ანალიზი; ფილოსოფიური დისციპლინათა სისტემაში იგი ცალკე გამოყოფდა კატეგორიოლოგიას, რომელსაც მიიჩნევდა მოძღვრებად კატეგორიული განსაზღვრულობის ბუნების, მისი ისტორიული გენეზისისა და განვითარების კანონზომიერების შესახებ; არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, მათგან აღსანიშნავია: "კატეგოროლოგიის საკითხები", " ჰარტმანის ზოგადი კატეგოროლოგიისათვის", "დიალექტოკური ლოგიკა" და სხვა. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1965), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.339; XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია. ტ. 2. ნაკვ. 2 / შემდგ. ე. კოდუა.-თბ.,2002.-გვ.406

Bibliography


Share: