შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ბათიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1950–1954წწ. იყო სანატორიუმ "ლიბანის", 1954–1959წწ. სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანის" მთავარი ექიმი, 1959–1989წწ. ტუბერკულოზის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1989 წლიდან მრჩეველი; 1978 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკის მთავარი ფთიზიატრად. შეისწავლა ტუბერკულოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და მათი გამოყენება, კლიმატური-კურორტული მკურნალობის ეფექტურობა ტუბერკულოზით დაავადებულებში, სრულყოფდა მეცხოველეებისა და მსხვილ რქოსანი საქონლის ტუბერკულოზით დაავადების ლიკვიდაციის უახლეს მეთოდებს და სხვ. ფთიზიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.328; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.201 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |