შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმა ბათიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში; საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო ფილმები: "ფანჯარა"(1965), "გია და ზურა"(1965), "ქერათმიანი ქალიშვილი"(1968), "ბავშვობა" (1970), "მჭედელი"(1971), "სერგო ზაქარიაძე"(1972), "სვანეთი"(1974), "ავლიპი ზურაბიშვილი"(1975), "სიმებიანი კვარტეტი" (1976), "შნო (1977), "არასერიოზული კაცი"(1980), "ფრაგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან"(1984), "ცარიელი ბინა"(1987) და სხვ. კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.328 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |