Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა ტუსკია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1926 წელს, ლენინგრადის კონსერვატორია 1931 წელს. 1932 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია(1950 წლიდან პროფესორი); 1952–1962წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; მისი მოწაფეები იყვნენ დღეს საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიტორები: რ. გაბიჩვაძე, გრიგოლ კოკელაძე, სულხან ნასიძე, ოთარ გორდელი; არის ქართული საკრავიერი(კამერული) და სიმფონიური მუსიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი; ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა ფართო მასებში ეროვნული პროფესიული მუსიკის პროპაგანდას, ამ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი, რომლის ინიციატორები იყვნენ ახალგაზრდა კომპოზიტორები, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტები: გრიგოლ კილაძე, შალვა თაქთაქიშვილი და მასთან ერთად იონა ტუსკია; თავდაპირველად ისინი უკრავდნენ ორკესტრში, შემდგომ დირიჟორობდნენ; სწორედ ამ ორკესტრისათვის შექმნა ახალგაზრდა კომპოზიტორმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები "ჩელა"(1926), "გველისმჭამელი"(1927) და "მარშ-გროტესკი"(1927), ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია; ასევე შექმნილი აქვს: ოპერა "სამშობლო"(1939), სიმფონიური სურათი "ყეენობა"(1930), სავიოლინო კონცერტი(1944), მუსიკა თეატრისა("ლამარა", "არსენა", "ოტელო", "დიდი ხელმწიფე") და კინოსათვის("დარიკო", "ნარინჯის ველი"), რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986 . – გვ. 80; ka.wikipedia.org Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |