Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი გერასიმოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1962წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1962-1965წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1976წწ. ნახევრადგამტარულ ხელსაწყოთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1976-1982წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ "მიონის" (ქარხნით) დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და მთავარი ინჟინერი; 1997-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორის საკითხებში; 1982-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკის კათედრის გამგე, ნახევარგამტარული მიკროელექტორინიკის ფიზიკური საფუძვლების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. Gerasimov research Lab, Seattle, თბილისის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტი. გამოქვეყნებული აქვს 232 სამეცნიერო სტატია, 2 მონოგრაფია, არის 9 პატენტისა და 1 სამეცნიერო აღმოჩენის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რადიაციული დეფექტების გამოკვლევა T=77K-ზე ჩქარი ელექტრონებით და გამა-კვანტებით გასხივებულ გერმანიუმში", დაიცვა 1974 წელს(ლენინგრადი). სადოქტორო დისერტაციის თემა - "წერტილოვანი დეფექტების მიგრაციის და ურთიერთქმედების მექანიზმი არამეტალური მასალების რადიაციულ ფიზიკაში", დაიცვა 1989 წელს(მოსკოვი). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 83; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |