Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიტროპოლიტი გერასიმე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტი. 1978-1983წწ. მუშაობდა თბილისის სამონტაჟო სამმართველოში; 1990-1992წწ. ერთობლივი საწარმო "თბილისილინკის" დირექტორის მოადგილე; 1992-1997წწ. მოსკოვის შპს "ვოლუს" დირექტორის მოადგილე. 1997 წელს განწესებულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში; ამავე წელს ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი გერასიმე; 1997 წელს აკურთხეს იეროდიაკვნად, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად და დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად; 1998 წელს სოფელ პატარძეულის ეკლესიის მოძღვრად და საეპარქიო საბჭოს მდივნად დაინიშნა; ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო ტაძარში მღვდელ მონაზონი გერასიმე აღამაღლა იღუმენის ხარისხში; 1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე იღუმენი გერასიმე გამორჩეულ იქნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსად; 2002 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარედ; 2003 წლიდან მეუფე გერასიმე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. 2006 წელს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში; 2007 წელს 1998 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; საქართველოს, სერბეთის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ორდენები; აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 83; საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი: patriarchate.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |