The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ბადრიძე

დავით ბადრიძე
Date of birth:4 April, 1899
Date of death:26 January, 1987  (at 87 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1924 წელს; 1926 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1926–1934წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი;  1934–1936წწ. მღეროდა ეკატერინბურგის, 1936–1944წწ. თბილისის, 1944–1948წწ. მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენებზე; 1937 წლიდან იყო სსრკ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1952 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1957–1958წწ. როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა(ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში(ჰანოი), სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნული საოპერო დასი და დაიდგა პეტრე ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"(პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში). 1962 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო(1972 წლიდან პროფესორი); 1967–1970წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში.  შესრულებული აქვს ქართული და კლასიკური საოპერო რეპერტუარის წამყვანი პარტიები: მალხაზი( ზ. ფალიაშვილის "დაისი"), მეურმე(დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ერეკლე(ი. გოკიელის "პატარა კახი"), კოტე(ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ჰერცოგი და ალფრედი(ჯ. ვერდის "რიგოლეტო" და "ტრავიატა"), ფაუსტი(შ. გუნოს "ფაუსტი"), ჯერალდი(ლ. დელიბის "ჰოდმანის ზღაპრები"), ვერთერი(ჟ. მასნეს "ვერთერი"), ლენსკი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), სალოსი(მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"). ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა ყოფილ სსრკ ქალაქებში(უპირატესად ქართული რეპერტუარით). გადაღებულია კინოფილმში "ჯურღაის ფარი"(ლეიტენანტი, ესპანელი სტუმარი, 1944). ლირიკული ტენორი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324

Awards and Honors

  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: