The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბადრიძე

გიორგი ბადრიძე
Date of birth:23 June, 1928
Date of death:1999  (at 70 years)
Category:Playwright, Journalist, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს; 1954 წელს მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1954–1962წწ. მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მოსკოვის კორესპონდენტად; 1962–1964წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ რედაქტორად; 1954 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა.  მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ქართული მხატვრული ფილმებისათვის: "ჩარი რამა"(1974), "კავკასიელი ტყვე"(1975), "აიშიკ-ყარიბი"(1988), საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი ფილმი "XXI საუკუნე და.."(1988) "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის"(1982) "ვინ არის მეოთხე" (1984), "ისინი" (1992), "და სასახლეში ვპოვებ სიყვარულს"(1992). მისი სცენარებით შექმნილია სატელევიზიო ფილმები: "მეარღნე", "ხაბაზები". გადაღებულია ფილმებში: "არ დაიდარდო", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "პეტროვკა 38", "თბილისი და თბილისელები". კინოდრამატურგი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.192

Member of Organizations

  • კონცერნ "ქართული ფილმის" სასცენარო-სარედაქციო კოლეგია, წევრი (1971-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის ორგანიზაცია, მდივანი (1964-1971)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: