Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ბადრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის, მეხილეობისა და მებოსტნეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1968–1973წწ. იყო სოფელ სკრის მეხილეობის საცდელი სადგურის დირექტორი; 1976–1982წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1982–1988წწ. გალავნის ექსპერიმენტული მევენახეობა-მებაღეობის მეურნეობის, ხოლო 1989–1991წწ. წინამძღვრიანთკარის ი. წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი. 1992 წლიდან იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; დაამუშავა ხეხილის ნერგის წარმოების ინტენსიური ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ღია გრუნტში ხეხილის ნამყენი ნერგის გამოყვანას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1986), აგრონომი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |