შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ბადრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია 1911 წელს. 1912 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებელში ელექტრომექანიკის განყოფილებაზე. I მსოფლიო ომის (1914–1918) დროს არმიაში მსახურობდა. იყო პოლკის სკოლის ბიბლიოთეკის და ჯარისკაცთა თეატრის გამგე. "ავლეველის" ფსევდონიმით თანამშრომლობდა პრესაში. ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. 1921 წლიდან გორის სახალხო სახლს განაგებდა. 1923 წელს დაევალა თბილისის კომუნალური (1943 წლიდან თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული) მუზეუმის აღდგენა და რეორგანიზაცია. 1958 წლიდან იყო ამ მუზეუმის დირექტორი. 1929–1932წწ. განაგებდა აგრეთვე მაქსიმ გორკის სახლ-მუზეუმსა და ძველი თბილისის ნაკრძალს. მან დიდი ღვაწლი დასდო სამუზეუმო-საგამოფენო საქმის განვითარებას საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო მრავალი სტაციონარული გამოფენა თბილისში, რესპუბლიკის სხვა ქალაქებსა და რაიონების მეზეუმებში. მას ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი და მრავალი საჟურნალ-გაზეთო სტატია თბილისის, მისი ქუჩებისა და უბნების ისტორიაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.279 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |