Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკი![]()
Biographyდაბადების წელი 1799 ან 1800. მცირეწლოვანი დიმიტრი, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა ალექსანდრე დაპატიმრებული ჰყავდა იმერეთის მეფეს სოლომონ II–ს, რომელსაც სურდა დაეცვა ტახტი პოტენციური პრეტენდენტებისაგან. 1811 წელს პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ დასახლდა რუსეთში. 1816 წელს დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო ლიტვის ულანთა პოლკში. 1817 წლიდან მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828–1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1833 წელს დაინიშნა კურლანდიის, ხოლო 1837 წელს გროდნოს ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკების მეთაურად. 1836 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი. 1845 წლიდან მეთაურობდა II მსუბუქ ცხენოსანთა დივიზიას. რუსეთის არმიის გენერალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.321
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |