Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიკო ბადურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჟებოტა, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თიანეთის ორკლასიანი და თელავის სასულიერო სასწავლებლები. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. ვაჟა–ფშაველას დახმარებით შევიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სტიპენდიანტი. 1913 წელს სწავლა გააგრძელა იურიევის(ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. "თავისუფალის" ფსევდონიმით ტიციან ტაბიძის ხელნაწერ ჟურნალ "შუქში" აქვეყნებდა ლექსებს. 1910 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალ–გაზეთებში: "საქართველო", "ნაკადული", "თემი", "თეატრი და ცხოვრება", მ. გაჩეჩილაძის მიერ შედგენილ კრებულში "ჩანგი". მისი შემოქმედების მთავარი თემა იყო სამშობლო და სიცოცხლე. დაიღუპა ტრაგიკულად; მან 200 ლექსის, ექვსი პოემის, ათი მოთხრობისა და რამდენიმე სტატიის დაწერა მოასწრო. მწერლის ხელნაწერები და საოჯახო ბიბლიოთეკა დაკარგულია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324; presa.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 42 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |