The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიკო ბადურაშვილი

სიკო ბადურაშვილი
Legal name:სიმონ ბადურაშვილი
Other name:თავისუფალი  (Pseudonym)
კიკნა–ფშაველა  (Pseudonym)
Date of birth:2 August, 1889
Date of death:13 July, 1916  (at 26 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჟებოტა, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თიანეთის ორკლასიანი და თელავის სასულიერო სასწავლებლები. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. ვაჟა–ფშაველას დახმარებით შევიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სტიპენდიანტი. 1913 წელს სწავლა გააგრძელა იურიევის(ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

"თავისუფალის" ფსევდონიმით ტიციან ტაბიძის ხელნაწერ ჟურნალ "შუქში" აქვეყნებდა ლექსებს. 1910 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალ–გაზეთებში: "საქართველო", "ნაკადული", "თემი", "თეატრი და ცხოვრება", მ. გაჩეჩილაძის მიერ შედგენილ კრებულში "ჩანგი". მისი შემოქმედების მთავარი თემა იყო სამშობლო და სიცოცხლე. დაიღუპა ტრაგიკულად; მან 200 ლექსის, ექვსი პოემის, ათი მოთხრობისა და რამდენიმე სტატიის დაწერა მოასწრო. მწერლის ხელნაწერები და საოჯახო ბიბლიოთეკა დაკარგულია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324; presa.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 42

Bibliography

  • ლექსები (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1971. - 69გვ.

Share: