Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან ბაგრატიონი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი, დაღესტანი. რომან (რევაზ) ივანეს ძე ბაგრატიონი იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, მხედარმთავარ პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა. საქართველოს ამბებით დაინტერესებული 1806 წელს პეტრე ბაგრატიონის დავალებით სამშობლოში ჩამოვიდა აქაური ვითარების შესასწავლად და თავადაზნაურობის პოზიციის გასარკვევად. რუსეთთან საქართველოს შეერთებით უკმაყოფილო თავადებმა თავიანთი სურვილები თხოვნის სახით ჩამოაყალიბეს და პეტრე ბაგრატიონისათვის გადასაცემად მას ჩააბარეს. ამან შეაშფოთა საქართველოს რუსეთის მმართველობა. მთავარმართებლის მოთხოვნით რომან ბაგრატიონი სასწრაფოდ რუსეთს გაიწვიეს. მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. XIX საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატიონი კავკასიის არმიაში მსახურობდა და ირან–თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა. იგი თბილისში დასახლდა. მისი სახლი გადაიქცა სალონად, სადაც იკრიბებოდა თბილისის მოწინავე საზოგადოება. 1832 წელს ბაგრატიონის სახლში დაიდგა ალექსანდრე გრიბოედოვის კომედია "ვაი–ჭკუისაგან". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.320; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.23
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |