The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ბაგრატიონი

პეტრე ბაგრატიონი
Date of birth:24 September, 1818
Date of death:29 January, 1876  (at 57 years)
Category:Engineer, Scientist, Royalty

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი, დაღესტანი.

პეტრე რომანის(რევაზის) ძე ბაგრატიონი იყო ქართველი მეცნიერი და ინჟინერი. მხედართმთავრ პეტრე ბაგრატიონის ძმისწული. 1827 წელს მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1835 წელს გაამწესეს პეტერბურგის ლაიბ-გვარდიაში იუნკრად. 1845 წელს დაინიშნა ჰერცოგ მაქსიმილიან ლოიხტენბერგის ადიუტანტად და შვიდი წელი ახლდა მას ევროპაში. 1851 წელს, ლოიხტენბერგის სიკვდილის შემდეგ ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა. 1857 წელს ჩაირიცხა კავკასიის ესკადრონის ლაიბ-გვარდიაში და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1862 წელს დაინიშნა ტვერის გუბერნატორად. 1865 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1870 წელს დანიშნეს ბალტიისპირა ქვეყნების–ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის გენერალ-გუბერნატორად. 1842 წლიდან ბაგრატიონმა დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფიზიკა–ქიმიის დარგში. ექსპერიმენტულ გამოკვლევებს იგი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კაბინეტში ატარებდა. გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენტი, რომელსაც მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა(1843, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიულეტენი; 1845 წელს განმეორებით გამოვიდა ლონდონსა და პარიზში). ამ ნაშრომში განხილული იყო გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესები. ბაგრატიონმა პირველმა აღმოაჩინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. 1847 წელს აღმოაჩინა მინერალ ორტიტის სახელობა, რომელსაც "ბაგრატიონი" უწოდეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.320


Share: