Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანო ბაგრატიონი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აბანო, ქარელის რაიონი. 1933–1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე" და სხვ. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებშიც: ზაალი (ანდრია ბალანჩივაძის "მთების გული"), დიტო (შალვა თაქთაქიშვილის "მალთაყვა"). 1938–1945წწ. და 1956–1970წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1970–1979 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. დადგა ცეკვები: "საქორწილო", "ძველი თბილისის ფრესკები", "ალვანური" და სხვა. ბაგრატიონი იღწვოდა ქართული ხალხური ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. 1934–1939 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. 1935–1945წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. აღსანიშნავია ბაგრატიონის მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზე. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს (1945–1950). აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს (1950–1953), საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს (1953-1956). ასრულებდა ქართული და ამიერკავკასიის ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრები აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის მიერ დამუშავებული ხალხური სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" (ტექსტი ბ. ფერაძისა). ბაგრატიონმა დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე დამკვიდრების საქმეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |