The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯანო ბაგრატიონი

ჯანო ბაგრატიონი
Legal name:ირაკლი ბაგრატიონი
Date of birth:15 September, 1909
Date of death:15 May, 1979  (at 69 years)
Category:Singer, Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აბანო, ქარელის რაიონი.

 1933–1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე" და სხვ. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებშიც: ზაალი(ანდრია ბალანჩივაძის "მთების გული"), დიტო(შალვა თაქთაქიშვილის "მალთაყვა"). 1938–1945წწ.  და 1956–1970წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1970–1979წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. დადგა ცეკვები "საქორწილო", "ძველი თბილისის ფრესკები", "ალვანური" და სხვ. ბაგრატიონი იღვწოდა ქართული ხალხური ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. 1934–1939წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. 1935–1945წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის(ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. აღსანიშნავია ბაგრატიონის მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზე. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს(1945–1950). აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს(1950–1953), საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს(1953-1956). ასრულებდა ქართული და ამიერკავკასიის ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრები აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის მიერ დამუშავებული ხალხური სიმღერა "ყვავილების ქვეყანა"(ტექსტი ბ. ფერაძისა). ბაგრატიონმა დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე დამკვიდრების საქმეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: