The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი

ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი
Date of birth:21 March, 1909
Date of death:30 October, 1977  (at 68 years)
Category:Royalty

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატუილი რესპუბლიკის(1918-1921) ოკუპაციიისთანავე, 1921 წელს, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. უმაღლესი განათლება მიიღო გერმანიაში. 1930 წლიდან ცხოვრობდა იტალიაში. 1940 წელს რომში დაქორწინდა იტალიელი გრაფის ჰუგო პასკუინის ასულზე, მარია ანტუანეტზე, რომლისგანაც 1944 წლის დამდეგს შეეძინა შვილი გიორგი(ხორხე), ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის ყოფილი მეთაური(გ. 2008 წ.). მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1944 წლის დამლევს, ბაგრატიონ-მუხრანელი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, სადაც 1946 წელს ესპანეთის ბურბონთა სამეფო სახლის წევრი, ინფანტა მარია-მერსედეს გავიერა შეირთო, რომელიც ესპანეთის მეფის ალფონსო XIII-ს დის, მარია ტერეზა ბურბონის ქალიშვილი იყო. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი, მარიამი(1947) და ბაგრატი(1949). ინფანტას გარდაცვალების შემდეგ(1961) ბაგრატიონ-მუხრანელი დაქორწინდა მარია პასკუალზე. ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. 1939 წელს მან დააარსა დღეს ევროპაში ფართოდ ცნობილი რაინდული ორდენი "მაცხოვრის კვართის ორდენი",(ორდენს ხელმძღვანელობს გიორგი(ხორხე) ბაგრატიონ–მუხრანელი). 1942 წელს ი. ბაგრატიონ-მუხრანელის თაოსნობით გერმანიაში დაარსდა ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", რომლის უზენაესი მიზანი იყო საქართველოს დახსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან და ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღება. ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ევროპაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319

Awards and Honors

  • იერუსალიმის წმინდა იოანეს ორდენი, რაინდი

Share: