Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედიშერ ბაგრატიონი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში "საქქალაქმშენსახპროექტში". 1969 წლიდან იყო "სახმშენის" მთავარი სპეციალისტი, 1975–1985წწ. ხელმძღვანელობდა საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის განყოფილებას, 1985-1989წწ. იყო ქალაქთმშენებლობის განყოფილების უფროსი, 1989 წლიდან არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ქალაქთმშენებლობის სამმართველოს უფროსი, 1957–1975წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ძირითადად მუშაობდა ქალაქთგეგმარების დარგში. ავტორია ქალაქების: გურჯაანის(1954), ზესტაფონის(1955), სოხუმის(1958), მცხეთის(1956, 1972), ქალაქკურორტების–გაგრის(1959, 1976), ბორჯომის(1957, 1970, 1989) გენერალური გეგმებისა, აგრეთვე მრავალი დასახლებული პუნქტის დეტალური დაგეგმარების პროექტისა(ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |