The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ ბატონიშვილი

ბაგრატ ბატონიშვილი
Legal name:ბაგრატ ბაგრატიონი
Date of birth:1776
Date of death:1841  (at 65 years)
Category:Royalty

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ბაგრატ ბატონიშვილი(ბაგრატიონი) იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე. 1803  წელს ოჯახით გაასახლეს პეტერბურგში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. დაწერილი აქვს ისტორიული თხზულებები: "ახალი მოთხრობა", "რუსეთ-სპარსეთის ომი...". პირველი წარმოადგენს ბაგრატ ბატონიშვილის ძმის დავით ბატონიშვილის თხზულების გაგრძელებას. ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოსცემს საქართველოს ისტორიულ მოვლენებს XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის 40-იან წლებამდე. თხზულებაში გადმოცემულია უკმაყოფილება რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო. ბაგრატ ბატონიშვილს ეკუთვნის აგრეთვე ვეტერინარული და ეკონომიკური ხასიათის შრომები. მისი  შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია "სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა", რომლებიც გამოიცა 1818 წელს პეტერბურგში და წარმოადგენს პირველ ქართულ წიგნს ვეტერინარიაში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი, რომელიც ფაქტობრივად ვეტერინარიის რეცეპტურაა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.318

Bibliography


Share: