The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

Date of birth:1495
Date of death:1565  (at 70 years)
Category:Royalty

Biography

ბაგრატ III იყო იმერეთის მეფე 1510–1565 წლებში ალექსანდრე II–ის ძე. ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. "ტყვეთა სყიდვის" წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 წელს მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1545 წელს ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაქაღთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამავე წელს სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს(დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 წელს ბაგრატ III იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.316


Share: