შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1963 წელს. გამოფენებში მონაწილეობს 1965 წლიდან. მნიშვნელოვანი გამოფენები: ქართული დაზგური ქანდაკება (ეროვნული გალერეა, თბილისი საქართველო, 1991), საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება (მოსკოვი, რუსეთი, 1987), ამიერკავკასიის რესპუბლიკების მხატვართა ბიენალე (1986). მიღებული აქვს: საქართველოს მხატვართაკავშირის მედალი და პრემია (1976), პრიზი წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის (1978), გრანპრი, ამიერკავკასიის რესპუბლიკების მხატვართა ბიენალეზე (1986). ნამუშევრები დაცულია: ეროვნული გალერეა (თბილისი, საქართველო). XX საუკუნის 60-70-იანი წლების ქართული და საბჭოთა პორტრეტული ქანდაკების ერთ-ერთი რეფორმატორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 78; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 208-209 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |