The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე
Date of birth:20 July, 1964  (59 years)
Category:Businessmen, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტი 1986 წელს.

1986-1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის ლაბორანტი; 1987-1999წწ. ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას:1988-1990წწ. ფირმა "ლილოს" კომერციული აგენტი; 1991-1992წწ. სპორტის დეპარტამენტის კომერციული განყოფილების უფროსის მოადგილე; 1994 წელს დააფუძნა კომპანია "Georgian Wines and Spirits"(GWS)  1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, აგრარულ საკითხთთა, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის წევრი; 2002-2003წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები" (ახლები); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N2 ვაკის საარჩევნო ოლქიდან, პ/გ  "ახალი მემარჯვენეები" (ახლები), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო-მემარჯვენეები)" (2008); 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მიიღო ხმათა 25.7%. 1999 წელს მიღებული აქვს "წლის ბიზნესმენის წოდება".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 77; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.111

Member of Organizations

  • პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეები", თავმჯდომარე (1999-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-)
  • საქართველოს გადამხდელთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭო, წევრი
  • ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი, წევრი

Share: