Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გაჩეჩილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, ეკოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საკომპესანციო სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2012-2016წწ. საქარელოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება". გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1984), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1991). არის 61 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 76; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.110 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |