The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გამყრელიძე

დავით გამყრელიძე
Date of birth:2 April, 1964  (60 years)
Category:Businessmen, Medical Doctor, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1988 წელს.

1985-1989წწ. ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას:  მუშაობდა რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში, ბავშვთა მე–5 კლინიკურ საავადმყოფოში; 1989-1990წწ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმის "არხილოსკალოს" ექიმი–ნეფროლოგი; 1988 წლიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. მეგობრებთან ერთად დააფუძნა ქრისტიანულ-დემოკრატიულ ასოციაცია, რომელიც შემდგომ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირად ჩამოყალიბდა; 1990 წლიდან დაიწყო ბიზნეს-საქმიანობა; 1991-1999წწ. შპს სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" დირექტორი, ფინანსური დირექტორი, პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე(1999-2004); 2000 წელს თანამოაზრე ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად შექმნა "ახალი ფრაქცია"; 2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", "ახალი მოძრაობისა" და "ნეოკონსერვატორების" ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები"; პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები, ახლები", თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (2004-2008); 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარდგენელი იყო ერთ-ერთ კანდიდატად. მან ამომრჩეველთა ხმების 4.02 % მოაგროვა; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, ვაკის საარჩევნო ოლქი, მაგრამ არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე (2008). 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დავით გამყრელიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 73; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.108

Member of Organizations

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო ნატოში", თავმჯდომარე
  • პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეები", თავმჯდომარე (2001-2012)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე (1999-2000)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", თავმჯდომარე (2004-2008)
  • ქალაქ თბილისის საკრებულო, წევრი (1998-)

Share: