Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაგრატ I კურაპალატი![]()
Biographyბაგრატ I კურაპალატი 826–876წწ. იყო ტაო–კლარჯეთის მთავარი, აშოტ I დიდი კურაპალატის ძე. დაახლოებით 830 წელს ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო "ქართველთა კურაპალატის" ტიტული. იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ამ მიზნით 843 წელს მიეშველა არაბთა ხალიფის სარდალს მუჰამად იბნ ხალიდს თბილისის ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაბა რეხთან დამარცხების შემდეგ ბაგრატ I ტაო-კლარჯეთში დაბრუნდა და მალე თვით საჰაკის მოკავშირე გახდა. 853 წელს, ქართლში ბუღა თურქის ლაშქრობისას ბაგრატ I არაბებს მიემხრო და მონაწილეობდა საჰაკის შეპყრობასა და ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფის თეოდოსის ლაშქართან ბრძოლაში კვერცხობთან, მაგრამ ქართლში გაბატონება ამჯერადაც ვერ შეძლო. ბაგრატ I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი გრიგოლ ხანძთელი იყო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.315
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |