The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)

Date of birth:8??
Date of death:8??
Category:Royalty

Biography

ბაგრატ I 886–893წწ. იყო "აფხაზთა სამეფოს" მეფე დემეტრე II–ის ძე. გიორგი I–ის სიკვდილის შემდეგ ბაგრატის, როგორც ტახტის მემკვიდრის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს ქვრივმა დედოფალმა და იოანე შავლიანმა. ბაგრატ I-მა თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. ბიზანტიის კეისრის დახმარებით ბაგრატ I დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, მოკლა მეფე ადარნასე, ძე იოანე შავლიანისა, ტახტი დაიკავა და ადარნასეს ქვრივი(გვარამ მამფლის ასული) შეირთო ცოლად. 885 წელს ბაგრატ I-მა ბიზანტიიდან დააბრუნა ცოლისძმა ნასრა და მას ტაო–კლარჯეთის მფლობელთა წინააღმდეგ თავისი ლაშქარი მიაშველა. ბაგრატ I-ის ეს ღონისძიება კლარჯეთში დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.315


Share: