The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ II (აფხაზთა მეფე)

Date of birth:9??
Date of death:9??
Category:Royalty

Biography

ბაგრატ II იყო ბაგრატიონთა დინასტიიდან აფხაზთა სამეფოს მეფე X საუკუნის I მესამედში, მეფე კონსტანტინე III–ის  უმცროსი ძე მეორე ცოლისაგან. ფავნელთა "დაწერილის" მიხედვით, ბაგრატ II კონსტანტინე მეფის თანამმართველი იყო და, ამდენად, ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ ითვლებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ II-ს მისი უფროსი ნახევარძმა გიორგი აუჯანყდა. ბაგრატ II-ს სიმამრი გურგენ ერისთავთერისთავი(ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი) ეხმარებოდა. ქვეყანა შფოთმა და არეულობამ მოიცვა, "ვიდრე არ მიიცვალა ბაგრატ". თავის დროზე შედგენილი ყოფილა ბაგრატ II-ის "ცხოვრება", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.315


Share: