შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ II (აფხაზთა მეფე)![]()
ბიოგრაფიაბაგრატ II იყო ბაგრატიონთა დინასტიიდან აფხაზთა სამეფოს მეფე X საუკუნის I მესამედში, მეფე კონსტანტინე III–ის უმცროსი ძე მეორე ცოლისაგან. ფავნელთა "დაწერილის" მიხედვით, ბაგრატ II კონსტანტინე მეფის თანამმართველი იყო და, ამდენად, ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ ითვლებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ II-ს მისი უფროსი ნახევარძმა გიორგი აუჯანყდა. ბაგრატ II-ს სიმამრი გურგენ ერისთავთერისთავი(ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი) ეხმარებოდა. ქვეყანა შფოთმა და არეულობამ მოიცვა, "ვიდრე არ მიიცვალა ბაგრატ". თავის დროზე შედგენილი ყოფილა ბაგრატ II-ის "ცხოვრება", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.315
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |