The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ I (ერისთავი)

Date of birth:13??
Date of death:1372
Category:Royalty

Biography

ბაგრატ I ერისთავი იყო იმერეთის ტახტის პრეტენდენტი, დავით VI ნარინის შვილიშვილი. მამის, მიქელ დავითის ძის, გარდაცვალებისას მცირეწლოვანი იყო და ფაქტობრივად მხოლოდ სამეფო დომენს ფლობდა. 1330 წელს გიორგი  ბრწყინვალე იმერელ ფეოდალთა ნაწილთან შეთანხმებით დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისის ციხეში თავისი მომხრეებით გამაგრებულ ბაგრატ I-ს ალყა შემოარტყა. ბაგრატ I იძულებული გახდა მეფეს მორიგებოდა და იმერეთი დაეთმო. სამაგიეროდ გიორგი V-მ მას შორაპნის საერისთავო უბოძა. 1358 წელს ბაგრატ I-მა საქართველოს მეფის დავით IX–ის ნებართვით ცოლად შეირთო ყვარყვარე ათაბაგის ასული, რომელთანაც სამი ვაჟი: ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე შეეძინა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.315


Share: