შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გადელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1976-1977წწ. საქსოფლმშენინდუსტრიის სამშენებლო ტრესტის ოპერატორი; 1983-1985წწ. რუსთავის ფსოქო-ნევრალგიური დისპანსერის ექიმი; 1985-1986წწ. გარდაბნის რაიპოლიკლინიკის ფსიქო-ნევროლოგი; 1986-1994წწ. გარდაბნის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე; 1994-1995წწ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამედიცინო კავშირის თავმჯდომარე; ჯანდაცვის სამინისტროს განყოფილების გამგე (1995); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "პოლიტიკური ორგანიზაცია-ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 71; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 /კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.105 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |