შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გაგნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1980 წელს და ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი 1993 წელს. 1980-1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორანტი; 1984-1994წწ. უფროსი პროგრამისტი; 1989-1997წწ. ჯაზჯგუფ "ადიოს" წევრი; 1992-1993წწ. რუსთაველის თეატრის სტუდიის მუსიკოსი; 1992-1993წწ. ჯგუფ "ჯაზოჯაზის" წევრი; 1997 წლიდან ჯგუფ "შინის" ბასისტი, მომღერალი და კომპოზიტორი; 1997 წლიდან Godin Guitars-ის კანადა და Blue Chip music Technology-ს (გერმანია) პერფომერ-წარმომადგენელი საქართველოში. მუსიკალურად გააფორმა რ. სტურუას სპექტაკლები: "ცხოვრება სიზმარია", "სეჩუანელი კეთილი კაცი", დ. ანდღულაძის "მე-6 პალატა", ნ. გაგნიძის "ესსე ფემინა"; 1995 წელს გამოუშვა კომპაქტ-დისკი "შინ" ჯგუფ "ადიოსთან" ერთად; 1998 წელს კომპაქტ-დისკი "იკარუსი" ჯგუფ "სავანთან" ერთად. მიღებული აქვს "ლიგა-96"-ის საუკეთესო ჯაზშემსრულებელის წოდება "ადიოსთან" ერთად. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 70 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |