The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე ბაბლიძე

ეკატერინე ბაბლიძე
Date of birth:11 April, 1916
Date of death:9 February, 1989  (at 72 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1942 წელს.

1945-1989წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კერამიკის ექსპერიმენტულ სახელოსნოს მხატვრად; მისი უშუალო მონაწილეობით ქართული მხატვრული კერამიკაჩამოყალიბდა როგორც ეროვნული ხელოვნების დამოუკიდებელი დარგი; მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო თუ საერთაშორისო გამოფენებზე; ერთ-ერთმა პირველთაგანმა მოკიდა ხელი სამედალო ხელოვნებას; მუშაობდა სერიაზე "ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები"; მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: დეკორატიული დისკო (1959), ქანდაკება "ჩხიკვთა ქორწილი" (1960), ლარნაკი (1969), თეფში (1971, 1974, ყველა თიხა) და სხვ. მხატვარ–კერამიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.313; ეკატერინე ბაბლიძე : რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, კერამიკოსი. 1910-1989 : ნეკროლოგი // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1989. - 24 თებერვალი.-გვ.4

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: