შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან გაბელაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს. 1982-1991წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1999წწ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე; 1999 წელს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2000-2004წწ. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა და აშშ-ის იურისტთა ასოციაციის ექსპერტი; 2001-2004წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი; 1999-2005წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2005-2007წწ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის უფროსი იურისტი; 2007 წლიდან დღემდე იურიდიული კომპანია "გაბრიჩიძე და კომპანია"-ს ადვოკატი; 2009-2010წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ლექტორი; 2008-2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2009-2010წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2010-2012წწ. უნივერსიტეტ "საქართველო"-ს მიწვეული პროფესორი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 67
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |