The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე გაბაშვილი

კოტე გაბაშვილი
Legal name:კონსტანტინე გაბაშვილი
Date of birth:26 September, 1948  (75 years)
Category:Diplomat, Scientist, Educator, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილება 1971 წელს.

1971-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ასპირანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფაკულტეტის დეკანისმოადგილე სამეცნიერო დარგში;  1982-1993წწ. კოორდინირებული ენათა სწავლების ე. წ. "გერმანული სკოლის" სამეცნიერო თანაავტორი და დამფუძნებელი (გ. რამიშვილთან ერთად); 1989-1991წწ. განათლების მინისტრის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: საკომპესანციო სიით, ბლოკი  "ერთობა", მეცნიერებისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე (1992); 1992-1993წწ. განათლების მინისტრი; 1993 წელს თბილისის მერი; 1993-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2001 წლიდან ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 1993-2004წწ. ბონში განლაგებულგაეროს კლიმატის ცვლილების ორგანიზაციაში; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე (2004-2008); 2008-2012წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში, ასევე ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP). 2014 წლიდან ილიაუნის და თსუ-ს მიწვეული ლექტორი, საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის თემებზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილები. ფილოლოგიის დოქტორი, ომის ვეტერანი. მიღებული აქვს გერმანიის დამსახურების დიდი ორდენი,  აფხაზეთისუზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

სადისერტაციო თემა - "სემანტიკური კვლევის საკითხები", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 66; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.104; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.50

Member of Organizations

  • პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1992)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)

Awards and Honors

  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
    ლაურეატი

Share: