შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუჯა ბურდული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. 1958-1959წწ. იყო მაშველი თბილისის ზღვაზე; 1961-1964წწ. საქართველო სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი; 1964-1984წწ. ოპერატორი; 1984 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ბეღურების გადაფრენა"(1977), "მაცგი" (1979), "მოცურავე" (1980), "მოქცევა" 1982), "გარიგება"(1984, რუსეთი), "უძინართა მზე" (1992) და სხვ. მიღებული აქვს კინოფესტივალ "Созвездие"-ს მთავარი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1992), პრემია "ნიკა"(რუსეთი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1993), საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი, "საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის" აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2000). 1991 წლიდან იყო სიონის ტაძრის სტიქაროსანი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 60; ამბები.გე: ambebi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |