შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ბჟალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1973 წელს. 1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. ნამუშევრები: წმინდა ოჯახო, ქვა(1970), მცხეთა, ნამუშევრების სერია დარიალის ხეობაში(ყაზბეგი), გრანიტი(1973-1980), პეტრე იბერი, რიყის ქვა(1975), მემატიანე, დიაბაზი(1980), ნინოს პორტრეტი(მარმარილო, 1983), წმ. გიორგი(1988), სიონის ტაძრის ეზო, თბილისი, დიაბაზი, ძელიცხოველი(1989), მარმარილო, მცხეთა, კომპოზიცია(1991), ლოილანი(საფრანგეთი), მარმარილო(საფრანგეთი) ანტიკური მოტივები, ქანდაკებების ციკლი ბერძნული მითოლოგიის გმირები(1995-1996), ყველა საფრანგეთში. გამოფენები: რესპუბლიკური და საკავშირო (1990-1997); დაზგური ქანდაკების გამოფენა, სეგ. პორტრეტის გამოფენა, თბილისი(1996), ქართველ მოქანდაკეთა ჯგუფური გამოფენა უზესში, საფრანგეთი(1992), პერსონალური გამოფენები: ბიარიცი(საფრანგეთი, 1993-1996), ბაზელი, შვეიცარია (1996). ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში, როგორც თავისუფალი მხატვარი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 57
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |