Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი ცაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს. 1973 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საესტრადო სასწავლებელში, 1976 წლიდან საცირკო-საესტრადო სასწავლებელში; 1956–1975წ. იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე; 1943 წელს თბილისის 27-ე სკოლაში სრულიად ახალგაზრდა თენგიზ აბულაძემ დადგა ვალერიან გუნიას პიესა "და-ძმა", სპექტაკლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მუსიკალურად გააფორმა ასევე სრულიად ახალგაზრდა გოგი ცაბაძემ; განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკალური კომედიები, ოპერეტები და მიუზიკლები; ნაყოფიერად მუშაობდა საესტრადო სიმღერისა და რომანსის ჟანრში, მისი სიმღერების წყაროა ქართული ქალაქური ფოლკლორი; ის არის ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი; ნაწარმოებები: ოპერეტები – "სიმღერა სიყვარულზე"(1949), "ჩვენი ნაცნობები"(1953), "შესანიშნავი სამეული"(1963), "კურკას ქორწილი"(1969, მ. ჯავახიშვილის მიხედვით), "იეთიმ გურჯი"(1976), "მეტეხის ჩრდილში"(1984), მიუზიკლები – "ჩემი შეშლილი ძმა"(1965), "იტალიური რომანი"(1977); ორასზე მეტი სიმღერა: "ნიბლია", "პატარა ბალადა", "თბილისური სერენადა", "გამოღმით შენ ხარ", "მუხამბაზი", "მეფაიტონე"; საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოსათვის( "ვერის უბნის მელოდიები", "მხიარული რომანი", "მოიტაცეს თამარ ქალი" და სხვ.). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11 . - თბ., 1987 . – გვ. 181; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |