შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ცაგარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1942 წელს. 1923 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ მოღვაწეობას სხვადასხვა სამუსიკო სკოლასა და სასწავლებელში; 1935–1943წწ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე; 1949–1950წწ. ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი; 1950–1958წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; ავტორია მუსიკალური კომედიებისა: "მზის დაბნელება" (1943), "აზნაური" (1945), "სამთა სიყვარული" (1948), საბავშვო ოპერებისა - "მეგობრები" და "სულელი წრუწუნა" (1928), კანტატებისა -"ლომგულოვანი" (1944), "დიდება ლენინს" (1971), "საქარეველოს მრავალჟამიერი" (1971), სიმფონიური პოემისა - "ელისო" (1943), საგუნდო სიმღერების, ერთ ნაწილიანი კონცერტინოსი "ხარობს ვარძია" (1966); კომპოზიტორი, პედაგოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11 . - თბ., 1987 . – გვ. 182 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |